Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შეთანხმდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებაზე


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატები აბდულა აბდულა და აშრაფ ღანი შეთანხმდნენ ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებაზე. „დღეს მე და ჩემმა გუნდმა და ბატონმა ღანიმ და მისმა გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადავდგით ქვეყნის ეროვნული ერთიანობის განსამტკიცებლად, რაც ავღანელ ხალხს უკეთესი მომავლის რწმენას შეჰმატებს“, - განაცხადა აბდულა აბდულამ ქაბულში მას შემდეგ, რაც წინა დღით პრეზიდენტობის კანდიდატებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი შეხვდა.

XS
SM
MD
LG