Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა განაახლა საავიაციო იერიშები ღაზის სექტორზე


9 აგვისტოს დილიდანვე ისრაელის ავიაციამ 20-ზე მეტი იერიში განახორციელა ღაზის სექტორზე, საიდანაც ექსტრემისტებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ისრაელსა და პალესტინას შორის მეორე დღეა განახლდა შეტაკებები, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ დასრულდა ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ზავის გაგრძელების თაობაზე. პალესტინის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის საავიაციო იერიშების შედეგად განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ხუთი კაცი დაიღუპა და 30-ი დაშავდა. ისრაელის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ წუხელ ისრაელის ავიაციამ 20-ზე მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღაზის სექტორში 1900-მდე პალესტინელი დაიღუპა, უმეტესწილად - მშვიდობიანი მოქალაქეები. დაიღუპა, აგრეთვე ისრაელის 64 სამხედრო მოსამსახურე და სამი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG