Accessibility links

ალიევი და სარქისიანი სოჭში პუტინთან მართავენ მოლაპარაკებას


სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სოჭში იმყოფებიან, ილჰამ ალიევი და სერჟ სარქისიანი შაბათს ცალ-ცალკე შეხვედნენს ვლადიმერ პუტინთან. ხვალ კი სამივე ქვეყნების პრეზიდენტები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები იმართება სადაო მთიანი ყარაბაღის გამო ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანს გამწვავებული ვითარების ფონზე, როცა ბოლო დღეებში სასაზღვრო არეალში სროლა იყო. დაიხოცა სულ მცირე 20 ადამიანი. პარასკევს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სოფელ ჩინარის მცხოვრები, 25 წლის სომეხი კარენ პეტროსიანის სიკვდილი, რაც გაურკვეველ ვითარებაში მოხდა. იგი ტყვედ გასულ კვირას ჩავარდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პეტროსიანის წამებასა და მკვლელობაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG