Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა ისლამისტებზე ახალი იერიშების შესახებ იუწყება


აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახალი იერიში მიიტანეს ისლამისტური სახელმწიფოს მებრძოლთა პოზიციებზე ჩრდილოეთ ერაყში, - ამის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა და დასძინა, რომ ამერიკის არმია გააგრძელებს დაჯგუფებაზე იერიშებს, რათა დაიცვას აღნიშულ არეალში მყოფი აშშ-ის პერსონალი და ლტოლვილები, რომლებმაც ისლამისტებისაგან მოსალოდნელი შურისძიების შიშით სინჯარის მთიან რაიონს შეაფარეს თავი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ არსებობს კონკრეტული ვადა, თუ როდის შეწყვეტენ ამერიკელი სამხედროები პრევენციულ დარტყმებს ისლამისტების პოზიციებზე

XS
SM
MD
LG