Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ბარენცის ზღვიდან ამერიკული ხომალდი უკუაგდო


რუსეთის ფლოტის ხელმძღვანელობის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთმა ფლოტილიამ შეაჩერა და უკუაქცია აშშ-ის სავარაუდო წყალქვეშა ნავი. ანონიმური ოფიციალური წყაროს ცნობით, რუსეთის ანტი-წყალქვეშა ფლოტმა ვირჯინიის კლასის ამერიკული წყალქვეშა ნავი ბარენცის ზღავში 7 აგვიტოს აღმოაჩინა. მისი განდევნის ოპერაციაში კი ფლოტის გემების გარდა, ილ-38 ტიპის ანტი-წყალქვეშა თვითმფრინავიც ღებულობდა მონაწილეობას. უცხოურ წყალქვეშა ნავთან კონტაქტი 27 წუთი გრძელდებოდა, თუმცა, როგორც რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია მითითებული, უკანასკნელ ხანს ეს არ ყოფილ პირველი ინცინდენტი ბარენცის ზღავში.

XS
SM
MD
LG