Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა არქტიკაში ახალი ნავთობის პლატფორმა გახსნა


რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტი“ არქტიკაში ხსნის ახალ სანავთობო პლატფორმას, რომელიც წინასწარი პროგნოზით, მისი მოცულობით, შესაძლოა, მსოფლიო უმსხვილეს სანავთობო რაიონებს გაუტოლდეს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული ტელე-ხიდის დროს. აღნიშნულ პროექტს „როსნეფტი“ ამერიკულ ExxonMobil-თან ერთად ახორციელებს. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ სანავთობო პლატფორმის ამოქმედების შედეგად ამოღებული ნავთობის ჯამური ღირებულება 45 მილიარდ ტონას შეადგენს.

XS
SM
MD
LG