Accessibility links

logo-print

პალესტინელები დათანხმდნენ ღაზის სექტორში ისრაელთან ახალ 72-საათიან ზავს


კაიროში მიმდინარე მოლაპარკებებზე პალესტინელთა დელეგაცია დათანხმდა ეგვიპტის წინადადებაზე, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელთან ახალ 72-საათიან ზავს ითვალისწინებს. დელეგაციის ერთ-ერთი წევრის თქმით, პალესტინელები დათანხმდნენ იმ მიზნით, რომ მოლაპარაკებები განაახლონ ისრაელთან ღაზის სექტორში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე. ისრაელს ჯერჯერობით არ გაუცია პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. მანამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საზავო მოლაპარაკებებს არ გამართავს დაჯგუფება ჰამასთან ეგვიპტის შუამავლობით მანამდე, სანამ ღაზიდან გრძელდება ისრაელის ტერიტორიისკენ სროლა.

XS
SM
MD
LG