Accessibility links

ერაყის მინისტრმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ომის დანაშაულებების ჩადენაში დასდო ბრალი


ერაყის ადამიანის უფლებების საკითხების მინისტრმა მაჰამედ აში ალ-სუდანიმ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ომის დანაშაულებების ჩადენაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მათ იეზიდების რელიგიური უმცირესობის ასობით წარმომადგენელი მოკლეს. თავის გამოსვლაში ალ-სუდანიმ განაცხადა, რომ მეამბოხეები ცოცხლად მარხავენ მსხვერპლთ - მათ შორის ქალებს და ბავშვებს - და ქალები მონებად მიჰყავთ. სუდანის თანახმად, მეამბოხეები არაადამიანურ სისასტიკეს შეძახილებითა და ჰაერში იარაღის ქნევით აღნიშნავენ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა კეთრინ ეშტონმა კვირას განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, მეამბოხეები ჩრდილოეთ ერაყში კაცობრიობის წინაშე დანაშაულს ჩადიან. ისლამისტების თქმით, იეზიდები ეშმაკის თაყვანისმცემლები არიან და მათ უბრძანეს, ისლამზე გადავიდნენ, თუ არ უნდათ, რომ სიკვდილით დაისაჯონ.

XS
SM
MD
LG