Accessibility links

ქურთთა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს ორი ქალაქი


ქურთთა შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ მოახერხეს და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ორი ქალაქი დაათმობინეს ერაყის ჩრდილოეთით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის საჰაერო ძალების დახმარებით ქურთებმა დაიკავეს ქალაქები მაკმური და გვერი. სუნიტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელით „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, ამ დროისათვის ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG