Accessibility links

ჰაიტიზე ციხეზე თავდასხმისას პატიმრები გაიქცნენ


შეიარაღებული ადამიანების დაჯგუფება თავს დაესხა ჰაიტიზე ციხეს და პატიმრები გაათავისუფლა. კრუა დე ბუკეს ციხეში, რომელიც ჰაიტის დედაქალაქის პორტ-ო-პრენსთან ახლოს მდებარეობს, 800-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა. გაქცეულთა რიცხვი უცნობია. "ასოშიეიტიდ პრესის" ინფორმაციით, გაქცეულთა შორისაა ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის წევრი, რომელიც ადამიანის გატაცებისთვის იხდიდა სასჯელს.

XS
SM
MD
LG