Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს


ერაყის პრემიერ-მინისტრის, ნური მალიკის მხარდამჭერმა უსაფრთხოების ძალებმა ბაღდადის გარშემო დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები. რამდენიმე ხნით ადრე, ერაყის პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ კონსტიტუციის დარღვევის გამო ერაყის პრეზიდენტ ფუად მასუმის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მან ასევე აღნიშნა, რომ ის აპირებს მესამე ვადით დარჩეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ქვეყანაში განვითარებული კრიზისის ფონზე თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. გაზაფხულზე მალიკის კოალიციამ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა პარლამენტმა მის პრემიერად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა, ამ ვითარებაში არც პრეზიდენტი ჩაერია.

XS
SM
MD
LG