Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორლოვკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა, შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს


დონეცკის ოლქში, ქალაქ გორლოვკაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა, სადაც ქიმიური ქარხანა „სტიროლი“ მდებარეობს, შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს. ამის შესახებ საწარმოს პრესსპიკერმა პაველ ბრიკოვმა განაცხადა. მან ცეცხლის გახსნაში უკრაინელი სამხედროებიც დაადანაშაულა. მისი სიტყვებით, ქარხნის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. „სისხლიანი შხამის“ - მონონიტროქლორბენზოლის გაჟონვა. სიკვდილის საფრთხის წინაშე დგებიან უკრაინის, ბელორუსიისა და რუსეთის მცხოვრებნი. ცოტა ხნით ადრე საწარმო წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ყველა საშიში ქიმიკატი საწარმოდან გატანილია. კვირას ქალაქ გორლოვკის ცენტრში გახსნილი ცეცხლისას დაიჭრა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, უნიანის ინფორმაციით, ჭურვი ქალაქის ცენტრში მდებარე ეკლესიის გვერდით აფეთქდა. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. მაღაზიების და საწყობების მეპატრონეები უფასოდ არიგებენ გაყინულ პროდუქტს, რადგან ელექტროენერგიის არქონის გამო გათიშულია მაცივრები, იტყობინება საიტი gorlovka.ua.

XS
SM
MD
LG