Accessibility links

logo-print

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იმსჯელებს ებოლას ექსპერიმენტულ მკურნალობაზე


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორშაბათს გამართავს სამედიცინო ეთიკის სპეციალისტთა შეხვედრას, რომლებიც განიხილავენ მომაკვდინებელი ვირუსის, ებოლას ექსპერიმენტული მკურნალობის საკითხს. ამ დროისათვის ებოლას საწინაღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრის მონაწილეებმა უნდა ისაუბრონ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენებას მოჰყვეს. პრეპარატით უკვე მკურნალობენ ორ ამერიკელ ექიმს, რომელთა მდგომარეობაც ამ დროისათვის გაუმჯობესებულია. კვირას, ესპანეთის ხელისუფლებამ თანხმობა გასცა, გამოიყენონ ექსპერიმენტული პრეპარატი ესპანელი ღვთისმსახურის სამკურნალოდ. ის ვირუსით ლიბერიაში დაავადდა.

XS
SM
MD
LG