Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის უზენაესმა სასამართლომ პრემიერს მხარი დაუჭირა


ერაყის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკის ბლოკი უდიდესია პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ მალიკის თანამდებობაზე დარჩენა შეუძლია. სასამართლოს 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა ახლა მალიკის უნდა დაავალოს მთავრობის შექმნა. აპრილის არადამაჯერებელი არჩევნების შემდეგ მალიკი პრემიერის მოვალეობას ასრულებდა და სუნიტების, ქურთების და თანაპარტიელი შიიტების მოთხოვნას, გადამდგარიყო, უარყოფდა. მალიკი 2006 წლის შემდეგ არის ერაყის პრემიერ-მინისტრი. მას ბრალად სდებენ, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირებებს აღვივებდა მაშინ, როცა ქვეყანა ისლამისტურ ამბოხებას ებრძვის. მალიკიმ 10 აგვისტოს თქვა, რომ უჩივლებს პრეზიდენტ ფუალ მასუმს კონსტიტუციის დარღვევის გამო,რადგან არ დაასახელა ვადებში პრემიერი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ სტაბილური მთავრობის შექმნა ერაყში გადამწყვეტია და მოუწოდა მალიკის, ნუ შეუწყობს ხელს მღელვარებას.

XS
SM
MD
LG