Accessibility links

ქაბულში გაიმართა საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ქაბულში შეხვდა ავღანეთის თავდაცვის მინისტრს ბისმილა ხან მუჰამედს. მათ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სტრუქტურების თანამშრომლობის გაღრმავებას, კერძოდ, ავღანეთისთვის რეფორმების გაცნობას და მისი სამხედროების გადამზადების პროგრამაში საქართველოს მონაწილეობას. ირაკლი ალასანიას შეფასებით, მემორანდუმით საფუძველი ჩაეყარა საქართველოსა და ავღანეთის ძლიერ და ყოვლისმომცველ სამხედრო თანამშრომლობას. „მათ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობას“, - განაცხადა ალასანიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა ბისმილა ხან მუჰამედმა. მისი განცხადებით, ავღანეთი აფასებს ქართველების თავგანწირვას და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, რომელიც 2014 წლის შემდეგაც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG