Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა თბილისის მერიის მძღოლის ცემის ფაქტზე


სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს თბილისის მერიის მძღოლის ზაზა გოგოლაძის ცემის ფაქტზე. მისი ინფორმაციით, 6 პირი, მათ შორის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის მძღოლი გელა ტურიაშვილი ფიზიკურად წუხელ, ვარკეთილის დასახლებაში გაუსწორდა. ზაზა გოგოლაძის ცნობითვე, მასსა და ტურიაშვილს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როცა პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გელა ტურიაშვილი ხელისუფლებას ამართლებდა. გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად ის მართავს ავტომობილს, რომელსაც მანამდე ტურიაშვილი მართავდა. თბილისის მერიის მძღოლი საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ზაზა გოგოლაძეს დაჟეჟილობები თხემსა და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG