Accessibility links

logo-print

უკრაინაში საარტილერიო დარტყმას ციხიდან პატიმრების გაქცევა მოჰყვა


აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკში, ციხიდან ასამდე პატიმრის გაქცევა მოჰყვა საარტილერიო ჭურვის ჩამოვარდნას საპატიმროს შენობაზე რუსეთის მოხრე სეპარატისტებს და უკრაინის არმიას შორის ბრძოლის დროს. ცნობით, ერთ-ერთი პატიმარი დაიღუპა ჭურვის აფეთქების გამო. ამ საპატიმროში სასჯელს იხდიან განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები. უკრაინის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობის ჯარები გეგმავენ საბოლოო იერიშს ქალაქის კვლავ ხელში ჩასაგდებად.

XS
SM
MD
LG