Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასთან მოსალაპარაკებლად ისრაელის დელეგაცია კაიროში ჩავიდა


ისრაელის დელეგაცია ჩავიდა კაიროში, სადაც ეგვიპტის შუამდგომლობით მოლაპარაკება უნდა გაიმართოს ჰამასთან ხანგძლივი ზავის დასადებად. გუშინ ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 72 საათის შეწყვეტენ ცეცხლს, რომლის დროსაც შეეცდებიან მოლაპარაკება გააგრძელონ. ზავი დაიდო გასულ კვირას, ასევე ეგვიპტის შუამავლობით, მაგრამ სამ დღეში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. დასავლეთის სააგენტოების თანახმად, 11 აგვისტოს ღაზის სექტორისთვის ისრაელის ავიაციას რაკეტები არ დაუშენია და ზავის დარღვევის სხვა ფაქტებიც არ შეუნიშნავთ. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინელებთან არ მოილაპარაკებს, თუ ჰამასი გააგრძელებს ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ჭურვების სროლას.

XS
SM
MD
LG