Accessibility links

logo-print

ამნესტი ინტერნეშნლმა ავღანეთში სამოქალაქო პირების დახოცვის გარშემო ანგარიში გამოაქვეყნა


უფლება დამცავმა ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეშნლმა ნატოს და აშშ-ის ჯარების მიერ ავღანეთში სამოქალაქო პირების დახოცვის გარშემო გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტში ლაპარაკია, რომ მშვიდობიან მოქალაქეები ვერ აღწევენ სამართლიანობას საერთაშორისო ჯარების მიერ დახოცილი მათი ახლობლების საქმეებში. დოკუმენტი მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას, ნატოსთან და აშშ-თან შეთანხმებებში შეიტანოს მოთხოვნა, რომ უკანონოდ მოკლული სამოქალაქო პირების ყველა ფაქტი გამოიძიონ. ამნესტის მთავარი დასკვნით, ავღანელებს არ აქვს შესაძლებლობა მიმართონ ვინმეს მართლმსაჯულების მისაღწევად. უფლება დამცავების თანახმად, დანაშაულის არ გახსნა და შესაბამისი პირების დაუსჯელობა „საშიშ შედეგებს“ მოიტანს. ამნესტი იტყობინება, რომ ხელთ აქვს დოკუმენტური დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ ავღანეთში სამოქალაქო პირებს თავს ესხმოდნენ და მსხვერპლი ხდებოდნენ, სხვათა შორის, ორსული ქალები და ბავშვები. ამ თავდასხმათაგან ზოგიერთი, ამნესტი ინტერნეშნლის შეფასებით, საომარ დანაშაულად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

XS
SM
MD
LG