Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაიტს უოჩს" ეგვიპტეში შესვლის ნება არ დართეს


ნიუ იორკში დაფუძნებული უფლებადამცავი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაიტს უოჩის" მაღალი რანგის წარმომადგენლებს ნება არ დართეს, ეგვიპტეში შესულიყვნენ. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, კენეთ როთი და ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების ხელმძღვანელი სარა ლეა უაიტსონი ეგვიპტეში ჩადიოდნენ, რათა წარედგინათ ანგარიში შარშან კაიროში უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების მასობრივი დახოცვის შესახებ. როთიც და უაიტსონიც მთელი ღამით გააჩერეს აეროპორტში, რათა აშშ-ში უკან გაებრუნებინათ. ჩამოგდებული პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის 600 მომხრე, ასევე უშიშროების ძალების რვა წარმომადგენელი დაიღუპნენ კაიროს აღმოსავლეთში პოლიციის მიერ მჯდომარე საპროტესტო აქციის დარბევისას.

XS
SM
MD
LG