Accessibility links

logo-print

რასმუსენი უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის დიდ ალბათობას ხედავს


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ის აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ოპერაციის საფარქვეშ რუსეთის ჯარის შეჭრის დიდ ალბათობას ხედავს. მან როიტერსს უთხრა დღეს, რომ ალიანსი ვერ ხედავს უკრაინის საზღვრისპირეთიდან რუსეთის ღარის გაყვანის ნიშნებს. უკრაინის ჯარი დღეს განაგრძობდა დონეცკთან სეპარატისტების პოზიციებისთვის ჭურვების დაშენას. უკრაინა ამტკიცებს, რომ გადაჭრა კავშირი ლუგანსკსა და დონეცკს შორის. მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოდის და აცხადებს, რომ ეს რუსეთის ჯარს უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარებს შეტანის საშუალებას მისცემდა.

XS
SM
MD
LG