Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინაში ჰუმანიტარულ კოლონას აგზავნის წითელი ჯვრის ზედამხედველობით


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ ბაროზუს ამცნო, რომ რუსეთი უკრაინაში აგზავნის ჰუმანიტარულ კონვოის საერთაშორისო წითელი ჯვრის ზედამხედველობის ქვეშ. ბაროზუმ გააფრთხილა პუტინი უკრაინაში ყოველგვარი, მათ შორის ჰუმანიტარულ აქციის მოწყობის წინააღდეგ. დღეს უფრო ადრე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ოპერაციის საფარქვეშ რუსეთის ჯარის შეჭრის დიდ ალბათობას ხედავს. რასმუსენის თქმით, "რუსეთი შეიმუშავებს ნარატივს და საბაბს, რათა უკანონო სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს უკრაინაში“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მტკიცებით, მან კიევთან მიაღწია შეთანხმებას აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა უფრო ადრე, რომ ჰუმანიტარულ მისიას მხოლოდ მაშინ მისცემენ ნებართვას შევიდეს უკრაინაში, თუ ის იქნება საერთაშორისო და რუსეთის ყოველგვარი სამხედრო ესკორტის გარეშე“. ბაროზუმ 11 აგვისტოს პირობა დადო, რომ აღმოსავლეთ უკრაინისთვის 3 მილიონზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს.

XS
SM
MD
LG