Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: სამართლიანობა თითოეული მოქალაქის მიმართ აღდგება


„მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და ობიექტურ გამოძიებასთან“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე ოლეგ მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების კომენტირებისას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და სამართლიანობა თითოეული მოქალაქის მიმართ აღდგება. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ უნდა გაიგონ სიმართლე და ის სასტიკი რეალობა, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ბრალეულობის გამოკვეთა გამოძიების პრეროგატივაა.

XS
SM
MD
LG