Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობაში გამორიცხავენ, რომ მელნიკოვზე ზეწოლა მოხდა


საქართველოს მთავრობაში გამორიცხავენ, რომ ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში აღარ არის მიხეილ სააკაშვილის და ბაჩო ახალაიას დრო, როცა პატიმრებზე ზეწოლა ხდებოდა. რაც შეეხება უშუალოდ სანდრო გირგვლიანის საქმეს, მინისტრის შეფასებით, ეს იყო და დარჩება ქართული სახელმწიფოს სირცხვილად სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს. "ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომელიც იურიდიულადაც დაგვაკისრა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. სტრასბურგმა პირდაპირ თქვა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა, სასამართლო და პროკურატურა შეკრულნი იყვნენ იმისთვის, რომ დამნაშავეებს პასუხი არ ეგოთ“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

XS
SM
MD
LG