Accessibility links

ობამა ერაყის პრემიერის დასახელებას მიესალმა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თქვა, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრად ჰაიდარ ალ-აბადის დასახელება „იმედისმომცემი ნაბიჯია წინ“. ობამამ აბადის მოუწოდა ჩამოეყალიბებინა ახალი, „ინკლუზიური“ კაბინეტი „რაც შეიძლება სწრაფად“.მან აღნიშნა, რომ ერაყი მძიმე დღეების წინ იდგა და მოუწოდა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად ემუშავათ. ობამას განცხადებაში არ უხსენებია ერაყის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი. მალიკი 2006 წლის შემდეგ არის ერაყის პრემიერ-მინისტრი. მას ბრალად სდებენ, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირებებს აღვივებს მაშინ, როცა ქვეყანა ისლამისტურ ამბოხებას ებრძვის

XS
SM
MD
LG