Accessibility links

logo-print

რუსეთი: ჰუმანიტარულ ტვირთი მხოლოდ წითელი ჯვრის ეგიდით შევა უკრაინაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოსავლეთ უკრაინაში და ტვირთი გადაკვეთავს საზღვარს მხოლოდ წითელ ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით. მანამდე უკრაინის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში რუსეთიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას, ვიდრე ის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ არ იქნება სერტიფიცირებული. ამის შესახებ თქვა ანდრეი ლისენკომ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენელმა. 280 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელსაც, რუსეთის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება გადააქვს, 12 აგვისტოს დაიძრა რუსეთიდან უკრაინისკენ. უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ ტვირთს ზედამხედველობას გაუწევენ ეუთოს წარმომადგენლები. რუსეთი აცხადებს, რომ ტვირთი შედგება საკვებისგან, მედიკამენტებისგან, საძილე ტომრებისგან და მცირე ზომის დენის გენერატორებისგან. თუმცა წითელი ჯვარი, რომელისაც ოპერაციის კოორდინაცია ევალება, აცხადებს, რომ არ იცის რითია დატვირთული სატვირთო მანქანები ან რა მარშრუტი აქვთ. უკრაინა დათანხმდა ჰუმანიტარული ტვირთის მიღებას, თუ ის იქნება საერთაშორისო და რუსეთის ყოველგვარი სამხედრო ესკორტის გარეშე. უკრაინის სამხედროთა თანახმად, ტვირთი რუსული ავტომანქანებიდან უნდა გადაიტანონ წითელი ჯვრის ტრანსპორტზე. უკრინა და დასავლეთი შიშობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ ჯარი შეიყვანოს უკრაინაში.

XS
SM
MD
LG