Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკროავტობუსების მძღოლების მიმართ კონდიციონერის ჩაურთველობის გამო სანქციები გამკაცრდება


კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ ზომებს გაამკაცრებს იმ მძღოლების მიმართ, ვინც კონდიციონერს არ ჩართავს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო ზაფხულში უმცირებს მოსაკრებელს, მაგრამ მძღოლები კონდიცირებას მაინც არ რთავენ. მისი თქმით, მიკროავტობუსის მძღოლებზე მკაცრდება ზედამხედველობა და ქალაქში იმოძრავებენ მობილური ჯგუფები, რომლებიც დააკვირდებიან მიკროავტობუსში კონდიცირების სისტემის მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენენ დარღვევას, მძღოლის მიმართ გამკაცრებული სანქციები ადგილზევე გატარდება. დავით ასანიძის განცხადებით, პირველი სანქცია გაფრთხილება იქნება, შემდგომ დარღვევაზე კი, მძღოლი ორი კვირის განმავლობაში აღარ იმუშავებს მიკროავტობუსის ხაზე, მესამე შემთხვევაში კი მძღოლს გაუუქმდება კონტრაქტი კომპანიასთან.

XS
SM
MD
LG