Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა სახლი აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდასაჭერად


თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანში უფლებადამცველების, რასულ ჯაფაროვის, ინტიგამ ალიევის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დაპატიმრების გამო. 12 აგვისტოს პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა სახლმა მოუწოდა ევროპის საბჭო, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პატივი სცეს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა სახლმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს საქართველოში დაპატიმრებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს, ოპოზიციური პარტიის, „მუსავატის“ წევრს დაშგინ აღარარლის, რომელიც ამჯერად გლდანის მერვე საპყრობილეში იმყოფება.

XS
SM
MD
LG