Accessibility links

პუტინი ხვალ ყირიმში ჩავა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ჩავა ყირიმში, სადაც ის შეხვდება უსაფრთხოების უწყებების მესვეურებს და მიმართავს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც მასთან ერთად იმგზავრებენ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით 13 აგვისტოს პუტინი სევასტოპოლში უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს შეხვედრას, 14 აგვისტოს კი კი დუმის წევრებსა და ფედერალურ მინისტრებთან ერთად განიხილავს საშინაო საკითხებს, „მათ შორის ყირიმის საკითხს“. პუტინთან ერთად ყირიმში რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი და დუმის სპიკერი, სერგეი ნარიშკინიც ჩავლენ.

XS
SM
MD
LG