Accessibility links

logo-print

საქართველოს იეზიდები პროტესტს გამოთქვამენ ერაყში იეზიდთა დევნის წინააღმდეგ


საქართველოს იეზიდთა სათვისტომო დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გამართავს აქციას, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ერაყში იეზიდების დევნისა და შევიწროების წინააღმდეგ. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანია, შეახსენოს მსოფლიოს, რა საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახით და კიდევ ერთხელ დაგმონ ერაყში იეზიდების გენოციდი. „გვინდა დავანახვოთ საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას ის სისასტიკე, რასაც იეზიდების წინააღმდეგ ერაყში სჩადიან“ - ნათქვამია სათვისტომოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG