Accessibility links

სტიქიამ დააზარალა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლები


კოკისპირული წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები. განსაკუთრებული ზიანი მოადგა სოფელ ქვიშხეთს, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ჩაიხერგა გზები. ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა დასახმარებლად მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა და ჩახერგილი გზების გაწმენდა.

XS
SM
MD
LG