Accessibility links

logo-print

ვაშინგტონმა ერაყელ იეზიდებს ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია ჩაუტანა


აშშ-ის სამხედრო ავიაციამ ერაყის მცხოვრებთ, რომლებიც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ არიან გარშემორტყმულნი მთიან რაიონში, ქალაქ სინჯარში, ჰუმანიტარული დახმარების მეექვსე პარტია ჩაუტანა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი მონაცემებით, ვაშინგტონის ჰუმანიტარულმა დახმარებამ შეადგინა 100 ათასი ულუფა საკვები და 102 ათასი ლიტრი სასმელი წყალი. რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათასამდე იეზიდი ბლოკირებული აღმოჩნდა მთაში, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში. ისინი 10 დღის წინ გაიხიზნენ მთაში, მას შემდეგ, რაც სუნიტმა მებრძოლებმა ქალაქი სინჯარი დაიპყრეს.

XS
SM
MD
LG