Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია


აშშ-ში ნავთობის მოპოვებამ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია უკანასკნელი 30 წლის მანძილზე. ამას იუწყება აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო. უწყების განცხადებით, ივლისში ქვეყანა დღე-ღამეში საშუალოდ 8,5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რამაც სპეციალისტთა პროგნოზებს გადააჭარბა. ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2015 წელს ნავთობის მოპოვება მიაღწევს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 1972 წლიდან მოყოლებული და შეადგენს თითქმის 9,3 მილიონ ბარელს დღე-ღამეში.

XS
SM
MD
LG