Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული კოლონა რუსეთიდან უახლოვდება უკრაინის საზღვარს


რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინისკენ დაძრული ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ვორონეჟიდან ბელგოროდისკენ, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ მიემართება. ამის შესახებ რუსეთის მედია იტყობინება. 280 „კამაზისგან“ შემდგარი ავტოკოლონა, რომელიც სამ კილომეტრზეა გაჭიმული, ვორონეჟში წუხელ შევიდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ მოხვდება ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის ტერიტორიაზე. კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის საზღვარზე უნდა გადაეცეს „წითელ ჯვარს“, თავად ავტოკოლონა კი უკრაინის ტერიტორიაზე არ უნდა შევიდეს. თუმცა, სამშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ტვირთის „წითელი ჯვრისთვის“ გადაცემაზე არაფერია ნათქვამი.

XS
SM
MD
LG