Accessibility links

logo-print

გერმანელმა მხატვრებმა აღიარეს, რომ ბრუკლინის ხიდზე აშშ-ის დროშები შეცვალეს


ორმა გერმანელმა მხატვარმა აღიარა, რომ გასულ თვეში მათ ჩუმად შეცვალეს აშშ-ის სახელმწიფო დროშები, რომლებიც ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხიდს ამშვენებს. დროშების ნაცვლად მათ გამოფინეს დიდი თეთრი დროშები, რომლებზეც ხელით იყო ამოქარგული ვარსკვლავები და ზოლები. მიშა ლაინკაუფმა და მათიას ვერმკემ ამის შესახებ სამშაბათს გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსთან“ საუბრისას განაცხადეს. მხატვრების სიტყვებით, ამ ჟესტით მათ სურდათ, ხელი შეეწყოთ ხელოვნების განვითარებისთვის და ასე აღენიშნათ ხიდის არქიტექტორის, ჯონ აუგუსტის გარდაცვალების 145 წლისთავი (აუგუსტი გერმანიაში დაიბადა). მხატვრები ამბობენ, რომ აპირებენ, დროშები აშშ-ს დაუბრუნონ. ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის მოადგილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს საქმის გამოძიება და გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ, კონკრეტულად რამდენიმე კაცი მონაწილეობდა დროშების შეცვლაში.

XS
SM
MD
LG