Accessibility links

logo-print

ხაშურის რაიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას სამი ადამიანი ემსხვერპლა


ხაშურის რაიონში ლაბორატორიულად დადასტურდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა, ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კი სამი პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა შორის ის ადამიანები ჭარბობენ, ვისაც აქტიური შეხება აქვს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან. შექმნილ ვითარებას ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ.

XS
SM
MD
LG