Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიკი: სასამართლოს გარეშე არ გადავდგები


ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნური ალ-მალიკიმ თქვა, რომ ძალაუფლებას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დათმობს. ერაყის პრეზიდენტმა ფუად მასუმმა 11 აგვისტოს სთხოვა შიიტ პოლიტიკოს ჰაიდარ ალ-აბადის ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა. თუმცა, მალიკი აცხადებს რომ აბადის დანიშვნა კონსტიტუციის დარღვევაა. მალიკიმ ტელევიზიით განაცხადა, რომ ძველი მთავრობა მუშაობას გააგრძელებს და მას ვერავინ შეცვლის, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მალიკი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2006 წლიდან არის, აპრილის არჩევნების შემდეგ კი პრემიერის მოვალეობას ასრულებს. მას ბრალად სდებენ, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირებას აღვივებს მაშინ, როდესაც ერაყი ისლამისტ მეამბოხეებს ებრძვის. სუნიტი, ქურთი და შიიტი პოლიტიკოსები მას მოუწოდებენ გადადგეს, თუმცა ის უარს ამბობს.

XS
SM
MD
LG