Accessibility links

რუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლის იმპორტი აკრძალა


„როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ 15 აგვისტოდან აიკრძალება რუსეთში უკრაინაში დამზადებული არყის და ლუდის იმპორტი. მიზეზად „კანონის მოთხოვნების არაერთგზის დარღვევა“ დასახელდა. ამ გადაწყვეტილებას ერთი დღით უსწრებდა უკრაინის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონი, რომელიც სანქციებს აწესებს იმ რუსულ კომპანიებსა და ადამიანებზე, ვინც მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებს. რუსეთს უკვე შეჩერებული აქვს უკრაინიდან საკვები პროდუქტების მთელი რიგის იმპორტი.

XS
SM
MD
LG