Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა აქცია ერაყში იეზიდთა დევნის წინააღმდეგ


საქართველოს იეზიდთა სათვისტომომ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, გამართა აქცია, რომლის მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს ერაყში იეზიდების დევნისა და შევიწროების წინააღმდეგ. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოსთვის იმის შეხსენება, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ტერორიზმი, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახით და ერაყში იეზიდების გენოციდის კიდევ ერთხელ დაგმობა. „გვინდა დავანახვოთ საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას ის სისასტიკე, რასაც იეზიდების წინააღმდეგ ერაყში სჩადიან“ - აცხადებს სათვისტომო.

XS
SM
MD
LG