Accessibility links

logo-print

რუსეთის ავტოკოლონა განაგრძობს სვლას უკრაინისკენ


რუსეთის დახმარების კოლონამ განაგრძო სვლა უკრაინისკენ. გავრცელებული ცნობებით, კოლონის, სულ მცირე, ერთი ნაწილი მიემართება სამხრეთით, მეამბოხეების მიერ კონტროლირებული ლუგანსკის რეგიონისკენ. მანამდე რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ კოლონა გადავიდოდა მთავრობის მიერ კონტროლირებულ ხარკოვის რეგიონში, ჩრდილოეთით. 13 აგვისტოდან 300-მდე მანქანისგან შემდგარი კოლონა გაჩერებული იყო სამხრეთ რუსეთის ქალაქ ვორონეჟის სამხედრო დეპოში. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, რომ ჰუმანიტარული კოლონა საბაბია მთავრობის ძალებთან დაპირისპირებული, სეპარატისტი მებრძოლებისთვის სამხედრო დახმარების შესაგზავნად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აცხადებს, რომ კოლონას ჯერ კიდევ გასავლელი აქვს სასაზღვრო და საბაჟო პროცედურები - თუმცა დასძენს, რომ „არ უნდა მოხდეს დახმარების ჩატანის პოლიტიზება“.

XS
SM
MD
LG