Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრზე ძლიერდება ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით


ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქიზე ძლიერდება ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით, მას შემდეგ რაც მან განაცხადა, რომ პოსტს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვებს. გაეროს უშიშროების საბჭო 13 აგვისტოს შეუერთდა საერთაშორისო და ადგილობრივ ძალებს, რომლებიც დადებითად აფასებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ჰაიდარ ალ-აბადის და, ამგვარად, გამოთქვამენ მოლოდინს, რომ მალიქი უნდა გადადგეს. მალიქის პარტიამ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში გამოთქვა მოწოდება, რომ ყველა პოლიტიკურმა ბლოკმა უნდა „ითანამშრომლოს კონსტიტუციურად შერჩეულ პრემიერ-მინისტრ“ აბადისთან, რათა დროულად მოხდეს ახალი, უფრო ინკლუზიური მთავრობის ფორმირება. გაეროს უშიშროების საბჭო განცხადებაში წერს, რომ დადებითად აფასებს აბადის წარდგენას და მას მოუწოდებს იმუშაოს ახალი მთავრობის დროულად ფორმირებისთვის. ერაყის პრეზიდენტმა, ფუად მასუმმა 11 აგვისტოს მიმართა თხოვნით გავლენიან შიიტ პოლიტიკოსს აბადის 30 დღის ფარგლებში შექმნას ახალი მთავრობა, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG