Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს სისხლისღვრის შესაჩერებლად უკრაინაში - რომლის აღმოსავლეთშიც მთავრობის ძალები ებრძვიან პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს. პუტინი ამ განცხადებით გამოვიდა რუსეთის პარლამენტარებთან შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა რუსეთის მიერ მარტში ანექსირებულ ყირიმში. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლაციაში არ უნდა მოექცეს - თუმცა დასძინა, რომ რუსეთი არავის მისცემს მასთან უდიერად მოპყრობის უფლებას. პუტინის თქმით, რუსებმა უნდა მოახდინონ „კონსოლიდირება და მობილიზაცია, მაგრამ არა ომის, ან სხვა სახის კონფრონტაციის მიზნით“. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს გეგმა ყირიმში რუსეთის სამხედრო დანაყოფის „შექმნისა და განვითარებისთვის“. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მრავალი სანქცია დაუწესეს ყირიმის ანექსირებისთვის და უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების სავარაუდო მხარდაჭერისთვის. რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ სეპარატისტებს იარაღით და რჩევებით ამარაგებს. პუტინი ყირიმში ორდღიანი ვიზიტით არის ჩასული. ნახევარკუნძულის ანექსირების შემდეგ, ეს მისი მეორე ვიზიტია ყირიმში.

XS
SM
MD
LG