Accessibility links

logo-print

უკრაინამ მიიღო კანონი რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების შესახებ


უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს რუსეთს სანქციები დაუწესოს. კანონპროექტი 14 აგვისტოს იქნა მიღებული და ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთში და სხვა ქვეყნებში მოქმედი იმ 172 ინდივიდის და 65 უწყებისთვის, რომლებიც უკრაინაში სეპარატიზმს უჭერენ მხარს და აფინანსებენ. თუმცა სანქციების უშუალოდ დაწესებას დამატებით ესაჭიროება უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ნებართვა. 12 აგვისტოს პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტის წინა ვერსია, რომელიც ითვალისწინებდა ცენზურის დაწესებას ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ მიჩნეული მედიისთვის, თუმცა ეს პუნქტები ამოღებულ იქნა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტიდან. უფლებადამცველები აცხადებდნენ, რომ იმ ფორმით კანონი საბჭოს მიანიჭებდა „დრაკონულ“ ძალაუფლებას მედიის შეზღუდვისთვის და ქვეყანას, რომელშიც თავისუფალი მედია ვითარდება, დაუბრუნებდა საბჭოთა კავშირის დროინდელი ცენზურის ხარისხს.

XS
SM
MD
LG