Accessibility links

logo-print

ისრაელის და პალესტინელების მხრიდან ძალადობა ზავს საფრთხეს უქმნის


ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს ობიექტები ღაზის სექტორში, პალესტინელების მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების პასუხად. ძალადობა საფრთხეს უქმნის ხუთდღიან ზავს, რომლის შესახებაც კაიროში 13 აგვისტოს გვიან საღამოს შეთანხმდნენ ისრაელის და პალესტინელების წარმომადგენლები. ისრაელის საჰაერო თავდასხმები მოჰყვა ღაზიდან ისრაელში ნასროლ რამდენიმე რაკეტას. ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰამასს არ უსვრია ეს რაკეტები - რომლებსაც არ მოუტანია ზიანი ან ადამიანების დაშავება. 8 ივლისის შემდეგ ბრძოლას ემსხვერპლა 1,950-ზე მეტი პალესტინელი და 67 ისრაელელი.

XS
SM
MD
LG