Accessibility links

სასულიერო პირების ჯგუფმა ანაკლიაში აქცია გამართა „კაზანტიპის“ წინააღმდეგ


სასულიერო პირებისგან და რამდენიმე ათეული მოქალაქისგან შემდგარმა ჯგუფმა ანაკლიაში საპროტესტო აქცია გამართა დაგეგმილი ფესტივალის, „კაზანტიპის“ წინააღმდეგ. ისინი ფესტივალს „გარყვნილებად“ მიიჩნევენ. სასულიერო პირებმა ეკლესიაში პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც, ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთის“ ცნობით, ესწრებოდნენ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე და პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია. პარაკლისის შემდეგ საპროტესტო ჯგუფი დაიძრა ხიდისკენ, რომლის გავლითაც ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლაა შესაძლებელი, თუმცა მსვლელობას ხიდთან პოლიციის კორდონი დახვდა და ისინი არ გაატარა. გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია „ტაბულის“ და საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტებს. ფესტივალის მესვეურების თქმით, აქციები ფესტივალის ჩატარებაზე გავლენას არ მოახდენს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში 20 აგვისტოს დაიწყება.

XS
SM
MD
LG