Accessibility links

logo-print

პაკისტანში დემონსტრანტები ისლამაბადისკენ მიემართებიან


ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტი პაკისტანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორიდან მიემართება დედაქალაქ ისლამაბადისკენ. როგორც ვარაუდობენ, ისინი დედაქალაქში ჩავლენ და აქციებს გამართავენ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი. მათ შეუერთდება ოპოზიციის ათასობით მომხრე მთელი პაკისტანიდან. აქციებს ხელმძღვანელობენ კრიკეტის ყოფილი მოთამაშე, ამჟამად პოლიტიკოსი იმრან ხანი და პოპულისტი სასულიერო პირი, ტაჰირ ულ ყადრი. ისინი აცხადებენ, რომ 2013 წლის არჩევნები - რომელმაც ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი მოიყვანა - გაყალბებული იყო. ისინი მოითხოვენ შარიფის გადადგომას და ხელახალი არჩევნების გამართვას. ისლამაბადში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ქუჩებში მობილიზებულია ათასობით ჯარისკაცი. მთავრობამ პირველ ეტაპზე აქციების აკრძალვა სცადა, თუმცა ბოლოს დათმო და ნებართვა გასცა.

XS
SM
MD
LG