Accessibility links

logo-print

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნატო-ს სამიტის კონტექსტში ტომას ილვესმა დაინტერესება გამოხატა იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომლებიც არის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისთვის, მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების ყველა ის გზავნილი, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG