Accessibility links

logo-print

შტატ მისურიში არეულობა გრძელდება


ამერიკის შტატ მისურიში ხელისუფლებას კონტროლქვეშ აყავს ქალაქ ფერგიუსონში მიმდინარე მასობრივი არეულობები, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი სამართალდამცავის მიერ შავკანიანი მოზარდის მკვლელობას მოჰყვა. შტატის გუბერნატორის ჯე ნიკსონის განკარგულებით, სიტუაციის დარეგულირებაზე პასუხისმგებლობას იღებს არა ქალაქის, არამედ შტატის პოლიცია. 18 წლის მაიკლ ბრაუნი გასულ შაბათს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ის არ იყო შეიარაღებული და როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხელებაწეული იდგა, როდესაც მას ;ოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა. თავის მხრივ პოლიციელები აცხადებენ, რომ ბრაუნმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. არეულობა ქალაქში იმავე დღეს დაიწყო, თუმცა მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ინტერნეტში გამოჩნდა პოლიცილების სახელი, რომელმაც სავარაუდოდ, ბრაუნი მოკლა. პოლიცია ირწმუნება, რომ სახელი არასწორად გავრცელდა, მაგრამ უარს აცხადებს გამოაქვეყნოს იმ პოლიციელის სახელი და გვარი, რომელმაც მოზარდს ცეცხლი გაუხსნა. აშში-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარ ფაქტს ტრაგედია უწოდა, შტატის ხელისუფლების მოქმედებებს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება იქნება სამართლიანი.

XS
SM
MD
LG