Accessibility links

logo-print

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური არ მალიკი პოსტს ტოვებს


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი უარს აცხადებს ქვეყნის ხელმღვანელის პოსტისთვის ბრძოლაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს გაავრცელა ერაყის სახელმწიფო ტელევიზიამ. მალიკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ერაყის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ჰეიდარ ალ აბადის, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტმა ჩააბარა ქვეყნის მმართველობა და დაავალა დანიშნოს მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები. თეთრი სახლი მიესალმა ალ მალიკის გადაწყვეტილებას უარი თქვას პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის ბრძოლაზე და ამ გადაწყვეტილებას უწოდა ნაბიჯი ქვეყნის გაერთიანებისკენ.

XS
SM
MD
LG