Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გარდიანი“, „ტელეგრაფი“: უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსეთის ჯავშანმანქანები


წუხელ, დონეცკიდან 200 კილომეტრში, უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის საზღვარი გადაკვეთა 23-მა რუსულმა ჯავშანმანქანამ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილიდან ავრცელებს ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ კორესპონდენტი შონ უოკერი. მისი სიტყვებით, ამ კოლონის გადაადგილებას ის ვერ უწოდებს რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე და ისიც უცნობია რა ხნით შევიდნენ ჯავშანმანქანები უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რასაც უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს - რუსი სამხედროები უკრაინის შიგნით მოქმედებენ. ინფორმაციას რუსული ჯავშანკოლონის უკრაინაში შესვლის თაობაზე ადასტურებს კიდევ ერთი ბრიტანული გაზეთის „ტელეგრაფის“ კორესპონდენტი როლანდ ოლიფანტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG